დავით გარეჯის საკითხზე, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადაიცა. საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს იგეგმება.
ამასთან, მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.
მათ შორის, საქმეს დაერთო დავით გარეჯის თემაზე ივერი მელაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერებში გაკეთებული განცხადებები.
საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. ისინი ბრალს არ აღიარებენ. ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მიმდინარე წლის 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.