დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა 2 მარტს გაიმართება
დავით გარეჯის საკითხზე, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადაიცა. საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს იგეგმება.
ამასთან, მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.
მათ შორის, საქმეს დაერთო დავით გარეჯის თემაზე ივერი მელაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერებში გაკეთებული განცხადებები.
საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.