ივერი მელაშვილი - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც კატეგორიის ხალხმა ჩემთვის ძვირფას სასულიერო პირებს კომისიის მუშაობის შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა და შესაბამისად, რეაგირებაც იყო მათი მხრიდან
ივერი მელაშვილი - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც კატეგორიის ხალხმა ჩემთვის ძვირფას სასულიერო პირებს კომისიის მუშაობის შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა და შესაბამისად, რეაგირებაც იყო მათი მხრიდან

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც კატეგორიის ხალხმა ჩემთვის ძვირფას მამაოებს კომისიის მუშაობის შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა და შესაბამისად, რეაგირებაც იყო მამაოების მხრიდან, – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ივერი მელაშვილმა აღნიშნა, მიქაელ ბოტკოველმა ახსენა მოლაპარაკებათა დოკუმენტი, რომელიც დოკუმენტი კი არ არის მხარეებს შორის გაცვლილი ვარიანტებია.

„რაც შეეხება განცხადებებს დოკუმენტზე, მან ახსენა მოლაპარაკებათა დოკუმენტი ჯერ შევარდნაძესა და ალიევს შორის მოლაპარაკებათა პროცესი, თუმცა ვერ გაიხსენა რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს, ასევე ახსენა დოკუმენტი რომელიც დოკუმენტი კი არ არის მხარეებს შორის გაცვლილი ვარიანტებია.

მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც კატეგორიის ხალხმა ისეთი ინფორმაცია მიაწოდა მათ შორის ჩემთვის ძვირფას მამაოებსაც, რომ წარმოუდგინა საქმე ისე, თითქოს ამ 200 000-იანი რუკის გამოყენებით არიქა და საქართველო რაღაცას მოიგებს და ასე შემდეგ, კომისიის მუშაობის შესახებ მიაწოდა მცდარი ინფორმაცია და შესაბამისად რეაგირებაც იყო მამაოების მხრიდან“, – განაცხადა მელაშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი მამა მიქაელ ბოტკოველი დაიკითხა.