დავით დვალი - ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ „რუსთავი 2“ იყოს მძლავრი სატელევიზიო კომპანია, რომელიც ოპოზიციური კი არა, ძალიან კრიტიკული იქნება
დავით დვალი - ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ „რუსთავი 2“ იყოს მძლავრი სატელევიზიო კომპანია, რომელიც ოპოზიციური კი არა, ძალიან კრიტიკული იქნება

ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ „რუსთავი 2“ იყოს მძლავრი სატელევიზიო კომპანია, რომელიც ოპოზიციური კი არა, ძალიან კრიტიკული იქნება, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს გავავრცელეთ განცხადება, სადაც დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი წარმოდგენით „რუსთავი2“ რაც სტრასბურგის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ვთვლით, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს ტელეკომპანიის პარტიიდან ჩამოშორება და უნდა დაიკავოს ოპოზიციური „ვოჩდოგის“ ნიშა. სრულიად საჭირო და სრულიად აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის ის, რომ იყოს მძლავრი სატელევიზიო კომპანია, რომელიც ოპოზიციური კი არა, ძალიან კრიტიკული იქნება“, – განაცხადა დავით დვალმა.