დავით ბაქრაძე - ტატუნაშვილის მკვლელობა არ არის პარტიული თემა, ტრაგედიამ უნდა გაგვაერთიანოს
საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის თემაზე კონსულტაციები გრძელდება.
პირველი შეხვედრა მმართველი გუნდისა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის დღეს დილით უკვე შედგა. როგორც უმცირესობაში, ისე უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ, პარლამენტი რეზოლუციის ერთიან ტექსტზე ჩამოყალიბდება და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ერთიანი დოკუმენტის მიღებას შეძლებს.
„ჩვენი ამოცანაა, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ გაგვაერთიანოს და პარლამენტმა შეძლოს ერთი ძლიერი, სახელმწიფოებრივი რეზოლუციის მიღება. ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯის გადასადგმელად ვართ მზად. გვქონდა კონსულტაციების პირველი რაუნდი და შეხვედრა უმრავლესობასთან. ვფიქრობ, მათი მხრიდან განწყობაც შესაბამისია.
ამიტომ, იმედი მაქვს, მოვახერხეთ ერთიან დოკუმენტზე შეჯერებას. ეს კონსულტაციები გაგრძელდება დღესაც და მომდევნო დღეების განმავლობაშიც. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ სხვა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთანაც, ვინაიდან ეს შემთხვევა, ტატუნაშვილის მკვლელობა და ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები არ გახლავთ პარტიული თემა. ეს არის თმა რომელსაც ქართულმა
სახელმწიფომ უნდა გასცეს ღირსეული პასუხი“, – განცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პირველ არხთან საუბრისას.