დავით ბაქრაძე - საქართველოში 2020 წელი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის წელი იქნება
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ლაგოდეხის რაიონის, აფენის თემის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან მალხაზ მელაშვილთან ერთად შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ჭაბუკიანის მცხოვრებლები დავით ბაქრაძესთან საუბარში ამბობენ, რომ ყურძნის ფასი 70 თეთრია. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ისინი ბანკიდან გამოტანილი სესხების დაფარვას ვერ ახერხებენ.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლება არჩევნებს ვერანაირი ზეწოლით და მოსყიდვით ვერ მოიგებს და ხალხი დაანახებს მათ ძალას.
„საქართველოში 2020 წელი იქნება ხელისუფლების შეცვლის წელი, ეს არჩევნები შეცვლის ხელისუფლებას მშვიდობიანად. თითოეული არჩევნები, თითოეული თემის, თითოეული სოფლის არჩევნები, უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოვამზადოთ ეს ცვლილებები და გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ხალხმა დაანახოს ხელისუფლებას თავისი ძალა. ვერანაირი ზეწოლით, მოსყიდვით, ხელისუფლება არჩევნებს ვეღარ მოიგებს. ერთდერთი გზა არჩევნების მოგების არის საქმის გაკეთება და იმ გუნდის მოსვლა, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ და იზრუნებს ხალხის პრობლემებზე და ხალხის გაჭირვებაზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.