დავით ბაქრაძე - როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი, ხელს ვაწერ შეთანხმებას, რადგან ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს ევროპულ მომავალს
დავით ბაქრაძე - როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი, ხელს ვაწერ შეთანხმებას, რადგან ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს ევროპულ მომავალს

როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი, ხელს ვაწერ ამ შეთანხმებას, რადგან ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, დავით ბაქრაძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია იმართება.

„მოგესალმებით, მე როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი, ხელს ვაწერ ამ შეთანხმებას, რადგან ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ გვჭირდება, რომ პრეზიდენტმა მიშელმა, ჩვენმა მეგობრებმა ბრიუსელში და ვაშინგტონში დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს დახმარებას, თანადგომას და იმსახურებს უკეთეს მომავალს. ხელს ვაწერ, რადგან შეთანხმებით უნდა დავასრულოთ უკანონოდ, უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა, შევამციროთ პოლარიზაცია და გავხსნათ გზა უკეთესი არჩევნებისკენ. მე, როგორც ინდივიდუალური წევრი პარლამენტის, ვუერთდები და ხელს ვაწერ“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.