დავით ბაქრაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მოტივაციაში ეჭვი არ გვეპარება და შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ
დავით ბაქრაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მოტივაციაში ეჭვი არ გვეპარება და შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ

„ნაციონალური მოძრაობის“ მოტივაციაში ეჭვი არ გვეპარება და შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობაც“ და ევროპული საქართველოც  იქცევა ისე, როგორც მას მიაჩნია სწორ და საუკეთესო გამოსავლად არსებულ ვითარებაში.

„მე ნამდვილად ვიცი, როგორც ჩვენ, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“ ორივეს აუცილებლად მიგვაჩნია 8 მარტის შეთანხმების შესრულება, ორივეს გვსურს, ქვეყანაში პროპორციული სისტემის შემოღება და მათაც ისევე აწუხებთ გიორგი რურუას ბედი, როგორც ჩვენ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ორივე პარტია იქცევა ისე, როგორც მას მიაჩნია სწორ და საუკეთესო გამოსავლად. ჩვენ სწორ და საუკეთესო გამოსავლად ამ ვითარებაში მიგვაჩნია პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა და ამით იმ სცენარის გამორიცხვა, რომ „ოცნება“ აგდებს პროპორციულ სისტემას. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, მაგრამ მათ მოტივაციაში ეჭვი არ გვეპარება და შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.

საკონსტიტუციო ცვლილებებს საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ მონაწილეობს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ .