დავით ბაქრაძე - მაიკ პენსთან შეხვედრაზე ქართულ მხარეს ჰქონდა საშუალება, დღის წესრიგში არსებული საკითხები განეხილა
მაიკ პენსთან შედგა ძალიან მეგობრული შეხვედრა, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.
„შეხვედრაზე ქართულ მხარეს ჰქონდა საშუალება, რომ მეგობარ ვიცე-პრეზიდენტ პენსთან განეხილა დღის წესრიგში არსებული საკითხები. ეს შეეხება ჩვენს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში მომავალი უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის კონტექსტორებს და რა თქმა უნდა, ამერიკის ძალიან მტკიცე პოზიციას, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკას“, – განაცხადა სდავით ბაქრაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმავა შინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა.