„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ლენტეხში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
„ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ლენტეხში მოსახლეობა ჰესების მშენებლობაზე და არსებულ საფრთხეზე საუბრობს.
„ადგილობრივები მძიმე სოციალურ ფონსა და მთავრობის უყურადღებობაზე ამახვილებენ ყურადღებას“, – აცხადებენ „ევროპული საქართველოში“.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ლენტეხის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დავით ბაქრაძემ პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.