„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლითი რეგიონული ღონისძიება დღეს რუსთავში გაიმართება

10:05, 19.09.2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლითი რეგიონული ღონისძიებები ქვემო ქართლში გაგრძელდება.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა ქალაქ რუსთავში გაიმართება.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.

ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი