დავით ბაქრაძე - კელი დეგნანს ვუსურვებ დიდ წარმატებას ორი ერის სასარგებლოდ, ველი საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე კელი დეგნანს საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე საქმიანობის დაწყებას ულოცავს.
როგორც ბაქრაძე „ფეისბუქზე“ წერს, ის დაესწრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დეგნანის ფიცის დადების ცერემონიას.
„ვულოცავ კელი დეგნანს ელჩის თანამდებობაზე საქმიანობის დაწყებას. მქონდა პატივი, დავსწრებოდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ახალი ელჩის ფიცის დადების ცერემონიას. ვუსურვებ მას დიდ წარმატებას ორი ერის სასარგებლოდ, ველი საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“,- წერს დავით ბაქრაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის, კელი დეგნანის ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 17 იანვარს გაიმართა.