დავით ბაქრაძე - განსხვავებების მიუხედავად, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვალდებული ვართ, ერთად დავდგეთ და ვიბრძოლოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის
განსხვავებების მიუხედავად, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვალდებული ვართ, ერთად დავდგეთ და ვიბრძოლოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„დღეს ყველა ერთად ვზეიმობთ ჩვენი ისტორიის მთავარ მიღწევას, საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ 100 წლიდან 70 წელი ქვეყანამ გაატარა ოკუპირებულმა და დღესაც საქართველოს ნაწილები არის ოკუპირებული, ამიტომ ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ, რომ მიუხედავად ყველა განსხვავებისა, ჩვენ, ქართველები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვალდებული ვართ, ერთად დავდგეთ და ვიბრძოლოთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ისეთი ქვეყნის აშენებისთვის, რომელიც იქნება თავისუფალი მომავალი 100 წელიც და ძალიან ბევრი მომავალი 100 წელიც.
გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს და ვისურვებ, რომ ყველა ერთად ვცხოვრობდეთ გაერთიანებულ, გამთლიანებულ ევროპულ და ღირსეულ ქვეყანაში“, – განაცხა ბაქრაძემ.