ბრალდების მხარის ინფორმაციით, კუდ-ის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნისას დათა ახალაია მეხუთე კურსის სტუდენტი იყო
ვთვლი, რომ დავიმსახურე კუდ-ის უფროსად დანიშვნა, რადგან კორუფციის ჭაობიდან ამოვიყვანე ქვეყანა,- ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ სასამართლო სხდომაზე პროკურორის კითხვაზე განაცხადა.
პროკურორი დაინტერესდა, რა გამოცდილება და დამსახურება ჰქონდა მას იმისთვის, რომ უპირობო ნდობა გამოუცხადეს და მეხუთე კურსის სტუდენტი კუდ-ის უფროსად დანიშნეს.
ახალაიმ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამანეტის ხელმძღვანელად დანიშვნის დროს, სტუდენტი იყო.
პროკურორის კითხვები ასევე ეხებოდა მასსა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობას.
„რამდენჯერ შევხვდი სააკშვილს, არ მახსოვს. მე თუ მქონდა პრეზიდენტთან შეხვედრა, ეს ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს და არაფერს სხვას“,- აღნიშნა ახალაიამ.
მისივე თქმით, საკრებულოში მუშაობისას ყოფილ პრეზიდენტთან შეხება არ
ჰქონია, მუშაობდა დავით ბერძენიშვილთან და კავშირი მასთან ჰქონდა.
ახალაიას თქმით, არ აქვს ინფორმაცია, სააკაშვილის სამეგრელოში ყოფნისას, სტუმრობდა თუ არა ყოფილი პრეზიდენტი მის მამისეულ სახლს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე მოწმის სახით დათა ახალაია იკითხება. ძებნილი დათა ახალაიას დაკითხვა, დისტანციურად “სკაიპის” მეშვეობით მიმდინარეობს.
დაკითხვის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე