თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე მოწმის სახით დათა ახალაია უნდა დაიკითხოს.
ძებნილი დათა ახალაიას დაკითხვა, დისტანციურად “სკაიპის” მეშვეობით უნდა მოხდეს. ახალაია დაცვის მხარის მოწმეა, ამავდროულად გირგვლიანის საქმეზე თავადაც ბრალდებულია.
როგორც სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დათა ახალაია დასაკითხ მოწმეთა ნუსხაში თავიდანვე შეყვანილია და მისი დაკითხვა დღეს უნდა მოხდეს.
პროკურორის განცხადებით, მას ათობით შეკითხვა აქვს ახალაიასთან, იმ დეტალებზე, რომელიც გირგვლიანის საქმესთან არის შემხებლობაში.
ახალაია დისტანციურად წინა სხდომაზე უნდა დაკითხულიყო, რაც არ მოხდა.
სასამართლო პროცესის პირდაპირი ეთერი 1tv.ge-ზე შეგიძლიათ ნახოთ.