დათა ახალაია - სანდრო გირგვლიანის თემაზე სააკაშვილთან არასდროს მისაუბრია
სანდრო გირგვლიანის თემაზე სააკაშვილთან არასდროს მისაუბრია, – ამის შესახებ ყოფილმა მაღალაჩინოსანმა დათა ახალაიამ სასამართლო სხდომაზე ადვოკატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვიცნობ, რა თქმა უნდა, მასთან საქმიანი ურთიერთობა მქონდა. არასდროს გირგვლიანის თემაზე სააკაშვილთან საუბარი არ მქონია, არასოდეს. მელნიკოვთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან მე არ მივსულვარ, ეს სრული აბსურდია, მელნიკოვი მანდ არასოდეს ყოფილა, მითუმეტეს შეწყალების თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაზეც მე ახლა სასამართლოში ვიკითხები, ამ თემაზე საუბარი პრეზიდენტთან არ მქონია”, -აღნიშნა ახალაიამ.
კითხვაზე, რა ურთიერთობა ჰქონდათ მელნიკოვთან, ახალაიამ აღნიშნა, რომ მელნიკოვთან ისეთივე კავშირი ჰქონდა, როგორიც სხვა რიგით თანამშრომელთან.
“მელნიკოვთან ზუსტად ისეთი კავშირი მქონდა, როგორც სხვა რიგით თანამშრომელთან. მე უფროსი ვიყავი, ის გაცილებით დაბალი რგოლი იყო. მე ვაყენებდი საქმის კურსში უშუალოდ ჩემს მინისტრს, მელნიკოვს შს ვერ ჩავაბარებდი.
სასამართლოზე ახალაიამ ასევე აღნიშნა, რომ 2006 წელს ირაკლი ოქრუაშვილს არ შეხვედრია.
“2006 წელს ოქრუაშვილს არ შევხვედრივარ. ეს კაცი რატომ იტყუება, მე მას არ შევხვედრივარ”,- განაცხადა ახალაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე მოწმის სახით დათა ახალაია იკითხება. ძებნილი დათა ახალაიას დაკითხვა, დისტანციურად “სკაიპის” მეშვეობით მიმდინარეობს.
დაკითხვის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე