დასავლეთ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლით ფართობების დამუშავება გრძელდება
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლით ფართობების დამუშავება გრძელდება

თერმული ნისლის გამოყენებით ფართობების დამუშავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. წამლობების პროცესში, ჩართულნი არიან მეფუტკრე ფერმერები და ღონისძიებები მათთან კოორდინირებული თანამშრომლობით იგეგმება, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ფუტკარი.

ამჟამად, თერმული ნისლის მეშვეობით საკარმიდამო ტერიტორიები შეიწამლა დასავლეთ საქართველოს რეგიონების შემდეგ სოფლებში:

სამეგრელოს რეგიონი – სენაკის მუნიციპალიტეტის დიდი ხორშის, სირიაჩქონის და ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულები.

ხობის მუნიციპალიტეტის თორსის, შავღელეს, ხეთის და ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულები.

იმერეთის რეგიონი – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ცხრაწყარო.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, თერმული ნისლით წამლობის შესახებ, სატელეფონო გზავნილის მეშვეობით 24 საათით ადრე გააფრთხილა.

დღეს, ხობის მუნიციპალიტეტში, თერმული ნისლის ღონისძიებებს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, მონიტორინგის ჯგუფის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

დღეის მონაცემებით, აჭარაში, გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში, თერმულის ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 2010 ჰა ფართობი. „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებზე წერტილოვანი შეწამვლა განხორციელდა 10 522 ჰა ფართობზე. ამ დროისთვის, განთავსებულია 50 ათასზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და 3074 ათასი მონიტორინგის ფერომონი.