დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსს, ინდირა რობაქიძეს და კრიზისული ცენტრის მომსახურებაში ჩართულ პირებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისებისა და პროგრამების გაცნობა. პირთა ჩართვა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში, შრომის ბაზარზე მათი გააქტიურება და დასაქმების ხელშეწყობა.

ორმხრივი თანამშრომლობა ითვალისწინებს, მარტოხელა დედების, ძალადობის მსხვერპლი/ძალადობა გამოვლილი პირების.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელის, ნიკა ინაურის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია შესაბამის ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრები, მათი კონსულტირება და საჭიროებების გათვალისწინებით სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შეთავაზება, მათ შორის, საკვალიფიკაციო მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები, ასევე საკვანძო კომპეტენციების ტრენინგებში ჩართვა.

აღნიშნულ შეხვედრაზე, ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე, დაიგეგმა კრიზისული ცენტრის მომსახურებაში ჩართული პირების მიმართ სხვადასხვა სამომავლო აქტივობები.

თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსმა ინდირა რობაქიძემ, მზაობა გამოხატა კოორდინირებულ თანამშრომლობაზე. ვინაიდან, მისი განმარტებით, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა. ის აქტიურად დაუჭერს მხარს, დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტურად და ეფექტიანად განხორციელებას.

საინფორმაციო შეხვედრები, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, ვინაიდან უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების, სერვისების და აღნიშნულ მომსახურებაში ჩართვის შესაძლებლობებზე.

დატოვე კომენტარი