დანა ვაიტი უახლოეს მომავალში ჯასტინ გეტჯისთან შეხვედრას გეგმავს
დანა ვაიტი უახლოეს მომავალში ჯასტინ გეტჯისთან შეხვედრას გეგმავს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა დაადასტურა, რომ ის უახლოეს მომავალში ჯასტინ გეტჯისთან შეხვედრას გეგმავს.

მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) ტიტულის სავარაუდო პრეტენდენტს არაერთ მებრძოლს უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ „ჰაილათს” ბოლო სამი ბრძოლიდან სამივე მოგებული აქვს. ბევრი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ გეტჯი სატიტულო ბრძოლას იმსახურებს. თუმცა, როგორც ჩანს ამ თემასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს დანა ვაიტს.

UFC 246-ის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ვაიტმა ჯასტინ გეტჯიზეც ისაუბრა:

„რეალობა შემდეგია. მე და ჯასტინი აუცილებლად უნდა შევხდეთ ერთმანეთს და ერთმანეთს პირისპირ ვესაუბროთ. ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება. მე ძალიან მომწონს ეს მებრძოლი და დიდი პატივს ვცემ. თუმცა ბევრი რამ არის გასარკვევი.” – განაცხადა ვაიტმა.