დანა ვაიტი იმედოვნებს, რომ კონორი 2020 წელს სამ ბრძოლას გამართავს (ვიდეო)
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა „ემ ემ ეი მანიაში“ (MMA Mania) სტეფენ სმიტთან სტუმრობისას ირლანდიელ მებრძოლზე, კონორ მაკგრეგორზე ისაუბრა.
„ის ძალიან აქტიურად ვარჯიშობს და ემზადება მოახლოებული ბრძოლისთვის. ის დიდი ხანია, ამ მომენტს ელის. მე ვთვლი, რომ ახლა მის კარიერაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი დგას. მან მაქსიმალური მობილიზება უნდა შეძლოს, რომ ღირსეულად დაბრუნდეს. მე მჯერა, რომ კონორს ამის პოტენციალი გააჩნია. ის ნახევრად საშუალო (welterweight) დივიზიონში სწორედ იმიტომ აპირებს ბრძოლას, რომ აქტიური დარჩეს და 2020 წელს სამი დაპირისპირება ჩაატაროს.”
კონორ მაკგრეგორი ბუკმეიკერულმა კომპანიებმა დონალდ „კავბოი“ სერონესთან აშკარა ფავორიტად დაასახელეს. ბრძოლა 2020 წლის 18 იანვარს, ლას ვეგასის „ტი მობაელ არენაზე“ გაიმართება.