აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორი ვეტერანი – დიეგო სანჩეზი და დონალდ სერონე ერთმანეთს 8 მაისს დაუპირისპირდებიან

12:48, 05.02.2021

8 მაისს UFC-ში ძალიან საინტერესო ბრძოლა შედგება. პრომოუშენის ორი ვეტერანი ერთმანეთს დაუპირისპირდება. The Ultimate Fighter 1-ის გამარჯვებული დიეგო სანჩეზი დონალდ „კოვბოი“ სერონეს შეხვდება. ლოკაცია ჯერჯერობით უცნობია.

სანჩეზი და „კოვბოი“ UFC-ში ყველაზე გამოცდილი მებრძოლები არიან. ჯამში მათ ოქტაგონზე სულ 68 ბრძოლა აქვთ გამართული.

ბოლოს დიეგო სანჩეზმა ჯეიკ მეტიუსთან წააგო. სერონესა და ნიკო პრაისის ბრძოლა კი ფრედ დასრულდა.

მსგავსი