დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დანიის სამეფოში საქართველოს საელჩო საზეიმო მიღებას მართავს
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დანიის სამეფოში საქართველოს საელჩო საზეიმო მიღებას მართავს

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დანიის სამეფოში საქართველოს საელჩო საზეიმო მიღებას მართავს.

მიღებას ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ესწრებიან.

სტუმრებს დანიაში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე კოპენჰაგენში, საქართველოს საელჩოს ახალ შენობაში მასპინძლობს.

შეგახსენებთ, ახალი ოფისი ქალაქის ეკონომიკურ ცენტრში მდებარეობს და ძველი შენობისგან განსხვავებით, ახალი სივრცე თანამედროვე დიზაინითა და სამუშაო ოთახებზე გაკეთებული ქართულენოვანი წარწერებით გამოირჩევა.

დანიის სამეფოსა და ისლანდიაში ქართველი დიპლომატის ინიციატივით, საელჩოს შიდა სივრცეში, თითოეულ კარს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის დასახელება აქვს, რაც სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.