დაღესტანში ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები და მათი მეთაური დააკავეს
დაღესტანში ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები და მათი მეთაური დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
„ბაგავუდინ ომაროვმა რელიგიურ-ექსტრემისტული დაჯგუფება „ათ-ტაკფირ ვალ-ხიჯრა“ 2013 წელს ჩამოაყალიბა და მოსახლეობაში ფარულ ანტირუსულ, ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას ეწეოდა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, ის ასევე ცდილობდა გადაებირებინა და დაჯგუფებაში გაეწევრიანებინა ადგილობრივი მცხოვრებლები და გაეღვივებინა ზიზღი სხვა რელიგიის წარმომადგენლების მიმართ.
დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ექსტრემისტული ლიტერატურა ამოიღეს.