დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის ხელმძღვანელი მახაჩყალასა და დერბენტში განხორციელებულ თავდასხმაში მისი ვაჟების შესაძლო მონაწილეობის გამო დააკავეს

00:33, 24.06.2024

დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის ხელმძღვანელი მაგომედ ომაროვი ქალაქ მახაჩყალასა და დერბენტში განხორციელებულ თავდასხმაში მისი ვაჟების შესაძლო მონაწილეობის გამო დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ომაროვს პოლიციის განყოფილებაში ჰკითხავენ და შემდგომ მას თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

პარალელურად, დერბენტში სამართალდამცველებსა და შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა გადაკეტეს გასასვლელები მახაჩყალიდან, რადგან შეიარაღებული პირების თანამზრახველებმა, შესაძლოა, ქალაქის დატოვება სცადონ.

ბოლო ინფორმაციით, თავდასხმებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, მათგან შვიდი სამართალდამცველია. გარდა ამისა, დაშავდა 25 ადამიანი.

მსგავსი