ჯასტინ ტრუდო - მაჰაჩყალის აეროპორტის სცენები შემაშფოთებელია, სიძულვილი ყველა ფორმით მიუღებელია, ერთად უნდა დავდგეთ მის წინააღმდეგ
ჯასტინ ტრუდო - მაჰაჩყალის აეროპორტის სცენები შემაშფოთებელია, სიძულვილი ყველა ფორმით მიუღებელია, ერთად უნდა დავდგეთ მის წინააღმდეგ

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

ჯასტინ ტრუდოს თქმით, რომ მაჰაჩყალის აეროპორტიდან სცენები ღრმად შემაშფოთებელია.

„რუსეთის მაჰაჩყალის აეროპორტის სცენები ღრმად შემაშფოთებელია. ანტისემიტიზმი მიუღებელია. სიძულვილი ყველა მისი ფორმით მიუღებელია. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ მის წინააღმდეგ, სადაც და როცა მოხდება ეს“, – წერს ტრუდო „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, მედიის ცნობით, დაღესტანში, აეროპორტის ტერმინალში პროპალესტინელები შეიჭრნენ, რის გამოც ისრაელიდან რეისი ალტერნატიულ აეროპორტში შესრულდა. მოგვიანებით რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. იდენტიფიცირებულია არეულობაში მონაწილე 150 პირი, რომელთაგან 60 დაკავებულია.