დაღესტანში ეკლესიაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
დაღესტანში ეკლესიაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ ინფორმაცია დაჯგუფებამ მათივე სააგენტო „ამაქის“ საშუალებით გაავრცელა.
ქალაქ ყიზლარში ეკლესიაზე თავდასხმა 18 თებერვალს მოხდა და ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ეკლესიასთან მივიდა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა.
დაღუპულებისა და დაჭრილების უმეტესობა ქალია. დამნაშავის ლიკვიდაცია პოლიციელმა შეძლო, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოროტმოქმედი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მეუღლესთან ერთად მივიდა, თუმცა ქალი სროლის დაწყებამდე მიიმალა. ყიზლარის მერმა განაცხადა, რომ ბოროტმოქმედმა ცეცხლი ეკლესიიდან გამომავალ მორწმუნეებს გაუხსნა.
სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, ცეცხლი 22 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა გახსნა. როგორც გამომძიებლები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცი ძებნილთა ან უკანონო ბადფორმირებათა წევრების სიაში არ იყო შეყვანილი.