დაცულ ტერიტორიებზე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 14 პროცენტით გაიზრდა
დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, 2019 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით დაცულ ტერიტორიებს 1 130 400 ტურისტი ეწვია, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან ვიზიტორთა 49 პროცენტი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 51 პროცენტი – უცხოელი. შესაბამისად, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 14 პროცენტითაა გაზრდილი.
2019 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა ყაზბეგის ეროვნულ პარკს, მარტვილის კანიონს, პრომეთეს მღვიმეს, ოკაცეს კანიონს და თბილისის ეროვნულ პარკს.