ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს.
ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, დაიწვა დაახლოებით 3 ჰექტრამდე ფართობი.
„მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ ხანძრის ლიკვიდაციას. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია“, – აცხადებენ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.