გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველადი გადამუშავების პროდუქტის – ფიცრის უკანონო და შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარში გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარის ქვედა ნაწილში არსებულ ე.წ. სამალავში 1,4 მ3 წიწვოვანი სახეობის ფიცარი იყო განთავსებული. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, მძღოლმა დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა. ავტომანქანა და პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი დაილუქა.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სამართალდამცავ უწყებაში გადაიგზავნება.