შსს - წალენჯიხაში მძღოლმა ხრამში დააგორა სატვირთო ავტომობილი, რომლითაც უკანონოდ მოპოვებული ხის მორები გადაჰქონდა
შსს - წალენჯიხაში მძღოლმა ხრამში დააგორა სატვირთო ავტომობილი, რომლითაც უკანონოდ მოპოვებული ხის მორები გადაჰქონდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში მძღოლმა ხრამში დააგორა სატვირთო ავტომობილი, რომლითაც ხის მორები გადაჰქონდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხის მორებით.

უწყების ინფორმაციით, ფაქტზე საქმე ქურდობის მუხლით არის აღძრული. მათივე ცნობით, ავტომობილს მართავდა 1989 წელს დაბადებული ე.ხ., რომლის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

„სამართალდამცველებმა შეაჩერეს აღნიშნული ავტომობილი და გამოიძახეს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები, რა დროსაც მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ე.ხ.-მ დააგორა მორით დატვირთული ავტომანქანა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

სამართალდამცველები ამ დროისთვის ე.ხ.-ს დაკავების მიზნით შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ”, – აცხადებენ შსს-ში.