დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაციის პორტალზე 12-დან 15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაციის სერვისი რამდენიმე საათში ამოქმედდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაციის პორტალზე 12-დან 15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაციის სერვისი რამდენიმე საათში ამოქმედდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაციის პორტალზე (booking.moh.gov.ge) 12-დან 15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაციის სერვისი რამდენიმე საათში ამოქმედდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ამ ეტაპზე აღნიშნული ასაკის ბავშვების აცრებზე ონლაინრეგისტრაციის სერვისი ჩაშვებული არ არის, თუმცა შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება და რეგისტრაციის სერვისი ამ ასაკობრივი ჯგუფის პირებისთვის უკვე დღეს, ღამის საათებში იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, 12-დან 15 წლის ჩათვლით მოზარდების „ფაიზერით“ ვაქცინაცია ქვეყანაში დღეიდან დაიწყო. მანამდე, ამ ასაკობრივ კატეგორიაში აცრის გაკეთება ქრონიკული დაავადებების ან სხვა გარკვეული სამედიცინო პრობლემების მქონე ბავშვებისთვის იყო ხელმისაწვდომი. დღეს ამცრელ დაწესებულებებში ამ ასაკის მოზარდების ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციის გზით იყო შესაძლებელი. ხვალიდან კი, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, აცრის გაკეთება booking.moh.gov.ge-ზე ჯავშნებითაც იქნება შესაძლებელი.