დაავადებათა კონტროლის ცენტრი - გრიპის ვირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, არც ერთი მათგანი აცრილი არ იყო
გრიპის ვირუსით გარდაცვალების ორივე შემთხვევაში პაციენტებს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ და არც ერთ მათგანს ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული არ ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პაციენტები ზრდასრულები იყვნენ. სხვა დეტალებზე ცენტრის წარმომადგენელი არ საუბრობს.
დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელძემ განაცხდა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ორი ტიპის – A და B ტიპის გრიპის ვირუსები, თუმცა ჭარბობს B ტიპის ვირუსის შემთხვევები, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე A ტიპის ვირუსები (H1N1, H3N5). მისივე თქმით, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე მძიმე შემთხვევები სტაციონარებში შედარებით ნაკლებია, ვიდრე შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდში.