შიმშილობის მე-13 დღეს, ზვიად გამსახურდიას შვილებმა შიმშილობა შეწყვიტეს, – ამის შესახებ გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა.
პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ შალვა თადუმაძე საგამოძიებო ჯგუფის შექმნას თანხმდება, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.
გამსახურდიას თქმით, გენერალური პროკურორისგან მიღებული გარანტიები აძლევს საფუძველს, შიმშილობა შეწყვიტოს. მისი თქმით, შემდეგი სამუშაო შეხვედრა იანვრის ბოლოს გაიმართება.
ცოტნე გამსახურდია შეხვედრაზე ოჯახის ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, გენერალურ პროკურორთან შეხვედრაზე საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და გამოძიების სტრატეგია დაიგეგმება.
ამასთან, ცოტნე გამსახურდიამ მედიას მადლობა გადაუხადა მოვლენების გაშუქებისთვის.