ვინ არის ყველაზე გულუხვი დონორი ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში? – სტატიას ამ სათაურით გამოცემა Contrepoints აქვეყნებს. სტატიის ქართულ თარგმანს „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის სულადობიდან გამომდინარე, ყველაზე გულუხვი დონორი ბიძინა ივანიშვილია.
ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსთან ბრძოლის საქართველოს მაგალითი სხვა ქვეყნებისთვისაც საყურადღებოა.
„კრიტიკის ხშირმა ობიექტმა მრავალმა მილიარდელმა გარკვეული თანხები გაიღეს მსოფლიოს ირგვლივ ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. ავსტრალიელმა მეწარმემ ენდრიუ ფორესტმა 25.5 მილიონი აშშ დოლარი შესწირა ამ საქმეს, რაც სულადობრივად 3.93 აშშ დოლარი გამოდის ავსტრალიაში. Twitter-ის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ მილიარდიანი დონაცია გაიღო, რაც მისი ქონების მეოთხედი და სულადობრივად 3.01 აშშ დოლარია შეერთებულ შტატებში. Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა და მისმა მეუღლემ მელინდამ 255 მილიონი აშშ დოლარი შესწირეს ამ საქმეს, ხოლო Amazon-ისა და Dell-ის მფლობელებმა ჯეფ ბეზოსმა და მაიქლ დელმა – 100 მილიონი აშშ დოლარი სათითაოდ. ფილანტროპულმა ჯგუფმა Stand Together, რომელიც ამერიკელი და ძალიან ლიბერალი ინდუსტიალისტის ჩარლზ კოხის მიერ არის დაფუძნებული და მხარდაჭერილი, 24 მილიონი აშშ დოლარის მობილიზაცია მოახერხა ორ კვირაზე ნაკლებ დროში. ინიციატივამ #GiveTogetherNow ახალი კორონავირუსიდან მომდინარე ფინანსური გავლენის ქვეშ მოქცეული ოჯახებისთვის 19.6 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოახერხა. ეს ფონდი 39 000 ოჯახზე მეტს დაეხმარება პირდაპირი ფულადი შემწეობებით. თუმცა, მათ ფრანგ მილიარდერებს მაინც ვერ აჯობეს.
ფუფუნების საგნებისა და სამოსის მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტების მფლობელმა ბერნარ არნომ სუნამოების მწარმოებელი Louis Vuitton-ის სუნამოების მწარმოებელი სამი საწარმო გადააკეთა ხელის დეზინფექციის საშუალებების მწარმოებლად. პროდუქციით უფასოდ ამარაგებენ საფრანგეთისა და ევროპის ქვეყანათა მთავრობებს. ბრენდი Louis Vuitton ვალდებულებას კისრულობს მინიმუმ 40 მილიონი პირბადის მიწოდებაზე საფრანგეთის ხელისუფლებისთვის, რისი ტრანსპორტირებაც კვირაში ხუთი მილიონი ევრო უჯდება.
ფრანსუა პინოს ფუფუნების საგნების კონგლომერატი – Kering – საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემას 3 მილიონი ქირურგიული პირბადის დამზადებას დაჰპირდა. მაღალი მოდის ბრენდები Balenciaga და Yves Saint Laurent ასევე აწარმოებენ პირბადეებს. კონგლომერატმა Kering-მა მილიონობით ევროს შემოწირულობა გაიღო მთელი მსოფლიოს ირგვლივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისა და პროფილური ობიექტებისთვის სამედიცინო აპარატურის შესაძენად.
ბიძინა ივანიშვილი, სულადობრივად ყველაზე მსხვილი დონორია – ბევრი სახელოვანი ფილანტროპის 6- ან 7-რიცხვა შემოწირულობების მიუხედავად, სულადობრივად ყველაზე გულუხვი დონორი მაინც ის მილიარდერია, რომლის სახელიც ალბათ არასოდეს გსმენიათ აქამდე. ქართველი ბიზნესმენი და 2012-2013 წლებში ოდესღაც ამ საბჭოთა სახელმწიფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სულადობრივად ყველაზე მსხვილი დონორია ახალი კორონავირუსის ბრძოლის საქმეში. 64 წლის ინდუსტრიალისტმა, რომლის ქონებაც 4.5 მილიარდ ევროდ, ე.ი. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მესამედის ეკვივალენტად არის შეფასებული, 30 მილიონი აშშ დოლარი შესწირა პანდემიასთან ბრძოლას. გაღებული თანხა სულადობრივად 7.51 აშშ დოლარია ქვეყანაში 3.9 მილიონი მოსახლით. მუშის შვილმა, ხუთსულიანი ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა ქონება საბანკო და მეტალურგიულ სექტორებში დააგროვა, როდესაც პრივატიზაციის ეპოქაში კომპანიებს ყიდულობდა რუსეთში და შემდეგ სარფიანი ფასნამატით ყიდდა.
„ქართუ ფონდი“ მისი ოჯახის საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელმაც სამი მილიარდი აშშ დოლარი მოახმარა მის კავკასიურ ქვეყანას, რომელიც სპორტული ობიექტების მშენებლობიდან ისტორიული ძეგლების რესტავრაციამდე ყველა სფეროს მოიცავს. თუნდაც მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში მისი საქველმოქმედო ინიციატივები 500 მილიონ აშშ დოლარს უდრის.
საქართველო, ეპიდემიასთან ბრძოლის ნაკლებად ცნობილი ნიმუში – ეს განსაკუთრებით დიდი შემოწირულობა თავისუფლად შეიძლება ყურადღებას იქეთ მიმართავდეს, თუ როგორ შეძლო საქართველომ ეპიდემიის ამგვარი მართვა.
ტაივანი, სამხრეთ კორეა და სინგაპური ხშირად სახელდებიან სანიმუშო ქვეყნებად. თუმცა, 2020 წლის პირველი მაისის მდგომარეობით საქართველოში მხოლოდ ექვსი ადამიანია დაღუპული და ამდენად, ის ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს იძლევა. მალტისა და ლიხტენშტეინის მსგავსად, რამდენიმე სხვა ქვეყანაში არც ერთი ადამიანი გარდაცვლილა, თუმცა ამ ქვეყნებში მოსახლეობის რიცხოვნობაც შედარებით დაბალია. საქართველოში სიტუაცია იმით არის ყველაზე განსაკუთრებული, რომ მისი ერთი მეზობელი ირანია, რომელსაც ეპიდემიის მსხვილ ცენტრად მოიაზრებენ მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით. ამიტომ ისმის კითხვა: რატომ იქონია საქართველოზე ასეთი მცირე ეფექტი ახალმა კორონავირუსმა? აშკარაა, რომ განხორციელებული ზომების ტემპი იყო გადამწყვეტი.
2020 წლის 22 იანვრის მდგომარეობით ყველა ჩამომსვლელს სხეულის ტემპერატურას უკონტროლებდნენ ქვეყანაში; 28 იანვარს ეპიდემიის ეპიცენტრებიდან – ჩინეთიდან და ირანიდან – ფრენები აიკრძალა. შედარებისთვის გეტყვით, რომ პირველ თებერვალს შენგენის ზონის 25 ქვეყანაში – საფრანგეთის გარდა – ვიზების გაცემა შეწყდა ჩინეთის მოქალაქეებზე. ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მომავალ საქართველოს მოქალაქეს სასაზღვრო კონტროლის დროს ახალი კორონავირუსის სიმპტომები დაუდგინდა 26 თებერვალს და მყისიერად მოხდა მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ლაბორატორიული ტესტირება ჩაუტარდა და დადებითი პასუხი იყო მიღებული. არადა, სწორედ ამ დღეს ფეხბურთის მატჩი ჩატარდა ლიონის „ოლიმპიკსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ შორის, რომელსაც 3000 იტალიელი ქომაგი ესწრებოდა.
საქართველოში მარტში ყველა სკოლა, სათხილამურო კურორტი, სასტუმრო, რესტორანი, კაფე-ბარი და ყველა ბიზნესი დაიხურა და გადაწყდა, რომ ორ ტერიტორიაზე გამოცხადებულიყო კარანტინი ვირუსის გავრცელების რისკის გამო. აუცილებელია სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან ვისწავლოთ ის, თუ როგორ შეიძლება გლობალური პანდემიისთვის თავის გართმევა. როდესაც ევროპის ქვეყნები ამ მასშტაბის პანდემიას პირველად ებრძვიან უახლეს საუკუნეში, ბევრის მზერა ისეთი ქვეყნებისკენაა მიმართული, როგორიც ტაივანი და სამხრეთ კორეაა, რათა სწრაფად განხორციელდეს ქმედებები 2003 წლის SARS ეპიდემიიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე.
თუმცა საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ ჩვენ გამოცდილება ბევრი სხვა ქვეყნისგან უნდა გავიზიაროთ, რათა გავაუმჯობესოთ პანდემიისადმი ახლანდელი და სამომავლო რეაგირება ორივე ჭრილში – მთავრობის ძალისხმევისა და სამოქალაქო საზოგადოების გულუხვობის გათვალისწინებით“, – აღნიშნულია Contrepoints-ის სტატიაში.