ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა წყვილების ტურნირის წილისყრა გაიმართა.
ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა (წყვილების რეიტინგში 76-ე ჩოგანი) უკრაინელ დაიანა იასტრემსკასთან (ერთეულებში 59-ე ჩოგანი, წყვილებში – 334) დუეტში ითამაშებს. მათი პირველი მეტოქე იქნება უკრაინულ-იაპონური წყვილი ნადია კიჩენოკისა (წყვილების რეიტინგში 37-ე ჩოგანი) და იაფან ვანგის (ერთეულებში 64-ე ჩოგანი, წყვილებში – 92) შემადგენლობით.
„დიდი სლემის“ ტურნირებზე კალაშნიკოვას საუკეთესო შედეგი მესამე წრეში გასვლაა. ეს მოხდა 2010 წელს როლან გაროსზე.
წყვილების ტურნირი ავსტრალიის ღიაზე ოთხშაბათს დაიწყება.