ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის ტურნირზე წყვილთა თანრიგში მეოთხედფინალში ითამაშებს.

კალაშნიკოვამ და მისმა მეწყვილემ, ბელარუსმა ირინა შიმანოვიჩმა მერვედფინალში ბრაზილიელ ინგრიდ გამარა მარტინშსა და ბელარუს ლიძია მოროზავას ანგარიშით 6:4, 7:6 (10:8) სძლიეს.

აღსანიშნავია, რომ ქართულ/ბელარუსულ წყვილს მიმდინარე ტურნირზე ჯერ სეტი არ წაუგია.

უიმბლდონის მეოთხედფინალში კალაშნიკოვასა და შიმანოვიჩის მეტოქეები ამერიკელი კეროლინ დოლეჰაიდი და ჩინელი შუაი ჟანგი იქნებიან.