ცნობილ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს, რომელიც სექსუალური ძალადობისა და შევიწროების გამო 23-წლიან სასჯელს იხდის, კიდევ 16 წლით პატიმრობა შეუფარდეს
ამერიკელ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს, რომელიც სექსუალური ძალადობისა და შევიწროების გამო 23-წლიან სასჯელს იხდის, კიდევ 16 წლით პატიმრობა შეუფარდეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
70 წლის ჰარვი ვაინშტაინი ამჟამად დამნაშავედ ცნეს 2013 წელს ლოს ანჯელესის სასტუმროში ერთ-ერთ მოდელზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში.
რამდენიმე წლის წინ ვაინშტაინის მხილების შემდეგ მასშტაბური Me Too კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებში ათეულობით ქალმა ცნობილი პროდიუსერი ძალადობაში დაადანაშაულა.