CNBC - „მოქმედების შეუზღუდავი რადიუსის მქონე “ რუსული რაკეტა გამოცდისას 35 კილომეტრში ჩამოვარდა
CNBC - „მოქმედების შეუზღუდავი რადიუსის მქონე “ რუსული რაკეტა გამოცდისას 35 კილომეტრში ჩამოვარდა

უახლესი რუსული რაკეტის ყველა გამოცდა წარუმატებლად დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CNBC აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის შემუშავების შესახებ ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის მარტში ფედერალური კრებისადმი მიმართვისას გამოაცხადა. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, ბირთვული რაკეტის მოქმედების რადიუსი შეუზღუდავია. თუმცა როგორც CNBC ამტკიცებს, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე პერიოდში აღნიშნული რაკეტის გამოცდა რუსეთმა ოთხჯერ ჩაატარა და ყველა მათგანი წარუმატებელი იყო.

აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ყველაზე ხანგრძლივი ფრენა ორი წუთი იყო, რა დროსაც რაკეტამ დაახლოებით 35 კილომეტრის მანძილზე იფრინა და ჩამოვარდა. ყველაზე მოკლე ტესტი კი მხოლოდ ოთხ წამს გაგრძელდა, რაკეტამ 8 კილომეტრის გაფრენა შეძლო.

ამერიკული ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული რაკეტებზე მუშაობა 2000 წლიდან მიმდინარეობს. ამავე დროს, მედიასაშუალებისთვის ცნობილი გახდა, რომ 2016 წელს რუსეთმა სხვა რაკეტის წარმატებული ცდები ჩაატარა.