ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება
ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება

უახლოეს მომავალში, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება, – ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა.

ვახტანგ ლომჯარიამ თავშესაფარში არსებული ვითარება თბილისის მერის მოადგილეს მაია ბითაძესა და მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

მისი თქმით, თავშესაფარში ყოველდღიურად 300-მდე ცხოველია, რომელთაც სხვადასხვა სახის მკურნალობა და სტერილიზაცია უტარდებათ.

„უახლოეს მომავალში თავშესაფარში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება, ასევე დაგეგმილია ვეტექიმების რაოდენობის გაზრდა და რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რათა უპატრონო და მიუსაფარი ცხოველები უკეთეს პირობებში იყვნენ. ცხოველებთან დაკავშირებით სახელმწიფო მიდგომები გასულ წლებთან შედარებით ბევრად ჰუმანურია“, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.