ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მეთაურისა და რუსეთს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის შეხვედრაზე „სატრანზიტო პროექტები“ განიხილეს
„სატრანზიტო პროექტები“ და „უსაფრთხოება“ იყო განხილვის მთავარი თემა ოკუპირებულ ცხინვალში, სეპარატისტული რეჟიმის მეთაურისა და რუსეთს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის შეხვედრაზე.
ანატოლი ბიბილოვმა და რაშიდ ნურგალიევმა ცხინვალის რეგიონში ადგილები დაათვალიერეს, სადაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით ტრანზიტის გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა სატვირთო ავტომობილებისთვის ახალი გზა აშენდეს.
ბიბილოვი და ნურგალიევი ასევე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ახალგორის რაიონშიც, სადაც რუსეთის მიერ დაფინანსებული საბავშვო ბაღი და სკოლაა განთავსებული.
ბიბილოვისა და ნურგალიევის შეხვედრაზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „უსაფრთხოების“ საკითხებიც განიხილეს