ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა
ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. ინფორმაცია ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა.
დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქართულ მხარესთან დაძაბულობის გამწვავებით განმარტავს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცნობით, ე.წ. გამშვები პუნქტები მუშაობას ვითარების ნორმალიზების შემდეგ განაახლებენ.
ამას გარდა, განცხადებას ავრცელებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება შიდაპოლიტიკური მიზნების მისაღწევად რეგიონში ახალ პროვოკაციებს გეგმავს.
„როგორც ჩანს, საქართველოს მმართველთა ახალ თაობებს ავიწყდებათ 2008 წლის გაკვეთილები“, – ნათქვამია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.