ციპი ჰოტოველი - ვისურვებდით, საქართველოს საელჩო იერუსალიმში გადასულიყო
ვისურვებდით, საქართველოს საელჩო გადასულიყო იერუსალიმში, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ციპი ჰოტოველიმ განაცხადა.
როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ განაცხადა, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების იერუსალიმში გადატანის საკითხი ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მე საქართველოს დიდი გულშემატკივარი ვარ. ჩემი მშობლები წარმოშობით საქართველოდან არიან და საქართველოსთან პირადი სიყვარული მაკავშირებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიეცა საშუალება, ჰყავდეს პრეზიდენტად ქალი. ვულოცავ ქართველებს და ახალ მთავრობას ვუსურვებ წარმატებას. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ტექნოლოგიის, ეკონომიკის სფეროში და აქ ჩამოვედი, რათა გავაფართივით ჩვენი თანამშრომლობა. მე ვისურვებდი ასევე მესაუბრა იერუსალიმზე, ჩვენს დედაქალაქზე. ჩვენ ვისურვებდით, რომ საქართველოს საელჩო გადასულიყო იერუსალიმში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ციპი ჰოტოველმა, რომელიც თელავში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრო.