არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი - ჩვილს, რომელიც სამების ტაძარში დატოვეს, ნათესავები მიხედავენ
ჩვილს, რომელიც სამების ტაძარში დატოვეს, ნათესავები მიხედავენ. მშობელს ფსიქიკური პრობლემა ჰქონია, – ამის შესახებ ინფორმაციას სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ავრცელებს.
მჭედლიშვილმა ვიდეომასალა სოციალური ქსელით გაავრცელა.
„ტაძარში დედამ ჩვილი ბავშვი, დაახლოებით ერთი თვის გოგონა მიატოვა და წავიდა. მტირალი ჩვილი მესანთლემ იპოვა. 112-ში დარეკვის შემდეგ პატრულმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა წაიყვანეს პატარა ანგელოზი და იმედია დადგინდება, რა მოხდა“, – წერს სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი.