„ჩვენ ეს შევძელით“ - მერაია ქერის ცნობილი საშობაო ჰიტი ბილბორდის ჩარტების ლიდერი პირველად გახდა

გამოშვებიდან 25 წლის შემდეგ, მერაია ქერის საშობაო ჰიტი – All I Want For Christmas is You ბილბორდის ჩარტების სათავეში პირველად მოხვდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„ჩვენ ეს შევძელით“, – ასე გამოეხმაურა თავად მერაია ქერი „ტვიტერში“ ახალ ამბავს.

სიმღერა განსაკუთრებით პოპულარული 2003 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც ფილმში „რეალური სიყვარული“ გაჟღერდა.

კომპოზიციის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მერაია ქერიმ სიმღერაზე ახალი ვიდეორგოლი გადაიღო და სინგლის სახით პირველად გამოსცა.

ბილბორდის ჩარტების წესების თანახმად, მერაია ქერის საშობაო ჰიტი აქამდე ვერ ხდებოდა რეიტინგებში. მას შემდეგ, რაც მერაია ქერიმ ის სინგლად გამოსცა, სიმღერა ჩარტებში მოხვდა.