მერაია ქერის პირადი მცველი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
მერაია ქერის პირადი მცველი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ცნობილ ამერიკელ მომღერალ მერაია ქერის პირადი მცველი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

მაიკლ ანელო ასევე ამტკიცებს, რომ ქერი მას და მის კოლეგებსაც ამცირებდა.

ყოფილი პირადი მცველი ჰყვება, რომ პოპულარული არტისტი მათ ნაცისტებს, სკინჰედებსa და კუ-კლუქს-კლანის წევრებს ეძახდა.
როგორც ანელო ამბობს, ერთ-ერთ დღეს მომღერალი მის სექსუალურ შევიწროებას შეეცადა.

კერძოდ, ანელო იხსენებს, რომ მერაია ქერიმ ის სასტუმროში მიიპატიჟა ბარგის ატანაში დასახმარებლად და ნომერში გამომწვევ სამოსში დახვდა.

ვებგვერდი TMZ-ი წერს, რომ ანელო უკვე წლებია მერაია ქერის პირად დაცვაში მუშაობდა. გამოცემის ცნობით, ანელოს ქერიმ დავის მოსაგვარებლად უკვე შესთავაზა გარკვეული თანხა, თუმცა პირადი მცველი უარზეა.

47 წლის მერაია ქერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი მომღერალია. მას მოგებული აქვს ხუთი გრემი.