მერაია ქერის საქართველოში კონცერტთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს
მერაია ქერის საქართველოში კონცერტთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს

ცნობილი ამერიკელი მომღერლის, მერაია ქერის კონცერტთან დაკავშირებით,  კონტრაქტზე მუშაობა მიმდინარეობს,- ამის შესახებ „ბრავო რეკორდსის” დირექტორმა, ზაზა შენგელიამ  პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ზაზა შენგელია ამბობს, მოლაპარაკებებში ჩართულია  „ბრავო რეკორდსი” და „ალტერ ვიჟენ” ჯგუფი.

„ამ ეტაპზე კონტრაქტზე მუშაობა მიმდინარეობს და სხვა ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია” – განაცხადა  ზაზა შენგელიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, მერაია ქერის კონცერტი შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე” გაიმართება. თუმცა იმის გამო, რომ კონტრაქტი არ არის გაფორმებული, კონცერტის გამართვის თარიღი ჯერ უცნობია.