„ჩვენ 10 წლის ვართ“ - ამ სახელწოდებით ფოტოგამოფენას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს
„ჩვენ 10 წლის ვართ“ - ამ სახელწოდებით ფოტოგამოფენას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს

„ჩვენ 10 წლის ვართ“, – ამ სახელწოდებით საერთაშორისო ფოტოგამოფენას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს. საერთაშორისო გამოფენა ეძღვნება ინტერნეტრესურსის PhotoPodium.com დაარსების 10 წლისთავს.

ინტერნეტპორტალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში მოღვაწე ფოტოგრაფებს აერთიანებს, შესაბამისად, ექსპოზიციებზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აღბეჭდილი ფოტოებია წარმოდგენილი.

მსგავსი ექსპოზიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეწყობა, მათ შორის: რუსეთის სამხატვრო აკადემიაში, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რუსეთის სამხატვრო აკადემიის ვოლგისპირეთის განყოფილებაში, რუსეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირში, არაფორმალური პროექტი „კულტურათა დიალოგი – ხიდებს პროფესიონალები აშენებენ“, ფოტოცენტრი გოგოლის ბულვარზე, კლუბი არტ-პეტერბურგი, კარლ ბულას სახელობის ფოტოსალონი სანქტ-პეტერბურგში, სანქტ-პეტერბურგის წიგნისა და გრაფიკის ცენტრი, ფონდი „ტაკეიანის ცენტრი“ ერევანში.

გამოფენის კურატორი ვიქტორ დანილოვია, ტექნიკური ადმინისტრატორი – იური ბრატუხინიადმინისტრატორები – ეკატერინა ხმელევსკაია, ელენა პროტჩევა, მარინა ბურენკოვა.

გამოფენა დღეს გაიხსნება და 5 მარტამდე გაგრძელდება.