კაფე „პურპურში“ ირმა შარიქაძის ფოტოგამოფენა გაიხსნა
კაფე „პურპურში“ ირმა შარიქაძის ფოტოგამოფენა გაიხსნა

გუდიაშვილის მოედანზე, კაფე „პურ- პურში“ დღეს ირმა შარიქაძის ფოტოგამოფენა გაიხსნა.

ფოტოგამოფენა, რომლის სახელწოდებაა „შენ და შენი ქალღმერთი”, ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ირმა შარიქაძის მუზა ამჯერადაც ძლიერი ქალები არიან.  ნათია ბუნტური, ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძე, ქრისტი ყიფშიძე და თამრი ბზიავა ფოტოგრაფმა ორიგინალურ გარემოში გადაიღო.

გამოფენის დასრულების შემდეგ ირმა შარიქაძე პროექტის გაგრძელებას, ასევე სპეციალური წიგნის გამოცემას გეგმავს, რომელშიც მისი ფოტების ყველა გმირის ისტორია შევა.