ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 6 ოქტომბერს ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.