ჩუღურეთის გამგებელი აცხადებს, რომ ავტოგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
ჩუღურეთის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინფორმაციით, ავტოგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან სამი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, ერთი ალადაშვილის კლინიკაში.
როგორც ჩიკვილაძემ აღნიშნა, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანიდან, რომელიც საწავავის მზიდია, ტერმინალში გადატანის დროს მოხდა გაზის დაგროვება. ადგილზე ყველა სამსახურია მობილიზებული. სულ მალე გვეცოდინება ინფორმაცია, თუ რატომ მოხდა ეს“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძე.
თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარი იყო.